სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfcghj.JPG

ხარაგაულის კინოთეატრში ანსამბლ „საუნჯის“ კონცერტი გაიმართა

საკონცერტო პროგრამა დატვირთული იყო ქართული-ტრადიციული ქორეოგრაფიული (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე) ცეკვებითა და ფოლკლორული(ლოტბარი მაია მაღრაძე) სიმღერებით.

მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ქორეოგრაფიულმა ცეკვებმა: „დავლურმა“  „აჭარულმა“ „რაჭულმა“  „ხორუმმა“ „უკრაინულმა“ და „აფხაზურმა“ ისე მრავალხმიანობით გაჯერებულმა ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა.

კონცერტის დასასრულს ანსამბლ „საუნჯის“ ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ ლოტბარ მაია მაღრაძესა და ქორეოგრაფ რომან ბუაჩიძეს მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას-ყურადღებისათვის.

 

ნანახია: 52 - ჯერ