სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkfhjkhj.JPG

ბიუროს სხდომაზე ხარაგაულში სალოტბარო სკოლის გახსნაზე იმსჯელეს

15 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს შორის ხარაგაულში სალოტბარო სკოლის ჩამოსაყალიბებლად მემორანდუმის გასაფორმებლად თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს. საკითხი ბიუროს წევრებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარუდგინა.

მემორანდუმის თანახმად, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ არსებული ხალხური შემოქმედების სახლის ბაზაზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ჩამოაყალიბებს სალოტბარო სკოლას. ის სახელფასო ანაზღაურება რაც ხალხური შემოქმედების სახლში დასაქმებულ თანამშრომლებს აქვთ გრანტის სახით გადაეცემა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს.

როგორც ირინე ჩხეიძემ დეპუტატებს განუცხადა, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს სალოტბარო სკოლა, სხვადასხვა ფორმით, გახსნილი აქვს 23 მუნიციპალიტეტში და ისინი წარმატებით ფუნქციონირებენ. თუკი ხარაგაულშიც გაიხსნება სალოტბარო სკოლა ეს კარგი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მათი წარმატებისთვის.

ბიუროს წევრებმა კითხვები დასვეს მემორანდუმის იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, მემორანდუმში ნათლად არაა გაწერილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შესასრულებელი პირობები. აქედან გამომდინარე, ბიუროს გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და  იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისები ერთობლივად იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე. კომისიების სხდომაზე მოწვეული იქნება, ასევე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განათლების,  კულტურისა და ახალგაზრდულ  საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: დავით კიკნაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო  საკითხთა   და  ეთიკის   კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: მალხაზ ფხალაძე   

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N16 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: გივი თხელიძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 04 აგვისტოს #25 დადგენილებაში ’ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4

დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების

შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

საკითხებში ტერმინოლოგიური ცვლილება, გამგეობა შეიცვალა მერიით, ხოლო გამგებელი - მერით.

აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 6 მაისის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.

 

 

ნანახია: 150 - ჯერ