სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/xfghcxvbncvbn.jpg

საბა ებანოიძემ „ეტალონის,, შუალედურ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა.
კონკურსში საბა ებანოიძემ (ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - X კლასი) 85 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა. 
ჩემპიონატში სულ 21 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 2018 წელს თავიანთ მუნიციპალიტეტებში "ეტალონის" გამარჯვებულები გახდნენ. 
შუალედურ ფინალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საბას გამარჯვება პირადად მიულოცა. 
პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დიპლომები გადასცა, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით ისინი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული მუნიციპალიტეტები, წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.
საბა ებანოიძე 2019 წელს "ეტალონის" გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 15 ივნისს გაიმართება. 
ვულოცავთ საბას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

ნანახია: 1505 - ჯერ