სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgsdfgsdfgdfgfdg.JPG

ხარაგაულის მერიამ დოღში გამარჯვებულს ქერი გადასცა

ხიდრისა და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით ხიდარი-კიცხის საზღვარზე დოღი გაიმართა. დოღში ხარაგაულის სოფლებიდან 35-მდე ცხენოსანმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს (კიცხი) 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ  გიორგი არევაძეს (საღანძილე)  -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს - 50კგ. 

გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმს განვითარების ცენტრი“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი).

ნანახია: 1220 - ჯერ