სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdghjcvb_1.jpg
11/01/2019 11:54

სპექტაკლის - “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” პრემიერა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი გიწვევთ სპექტაკლის - “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” პრემიერაზე. სპექტაკლი გაიმართება 16 იანვარს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში. პიესის ავტორი - ირაკლი სამსონაძე რეჟისორი - ირინე ჩხეიძე მხატვარი - გაიოზ შუბითიძე გრიმი - ლია თაბუკაშვილი მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი განათება - ირაკლი შარიქაძე ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე მონაწილეობენ: ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური ბაბალე - ლუიზა კიკნაძე კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი ცხვარი - მაია ბერაძე მგელი - ვასილ კიკნაძე მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი ნაცარქექია - გიორგი მაქაძე დევი - ბექა ხიჯაკაძე ბილეთები 14 იანვრიდან  გაიყიდება კინოთეატრის სალაროში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/azdghxfgjgd.jpg
10/01/2019 16:43

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს სეზონური გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს პრეპარატ  ''ტამიფლუს '' გარკვეული რაოდენობა გადასცა. პრეპარატი გაიცემა ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის,ონკოლოგიური ) დაავადებულ პირებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ექიმის მიერ ფორმა #100 ში, მითითებული იქნება პრეპარატის საჭიროების შესახებ. ფორმა #100-თან ერთად პაციენტმა უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.  დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე 577 140 192 ლელა კაციტაძე,  577 927 267 შმაგი ხიჯაკაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/ghjlkghjkfvhjnm.jpg
09/01/2019 10:43

საშობაო ტკბილეული 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საშობაო ტკბილეული მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.                
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fxghxfncfvnb_1.jpg
09/01/2019 10:37

საახალწლო-საქველმოქმედო აქცია

საახალწლო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მარტოხელა დედას, თეა დევდარიანს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. თეა დევდარიანი შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობს. დედა-შვილი სათნოების სახლში ყოველდღიურად იკვებებიან და სოციალურ დახმარებას იღებენ.  მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, მერია გეგმავს, მომავალი წლიდან ოჯახის ბინის ქირის ხარჯები უზრუნველყოს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/chjkljkl%3Bkfgh.jpg
09/01/2019 10:33

საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში

საახალწლო-საქველმოქმედო აქცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.  95 წლის ეკატერინე წიქარიშვილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში 4 წელი მსახურობდა, ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლი ტკბილეული გადასცეს. საახალწლო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერმა და მოადგილე, არჩილ მაღრაძესთან ერთად მურმან ხიჯაკაძის ოჯახს, ასევე, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fghjghjklhjkl.jpg
09/01/2019 10:27

საახალწლო სოფელი ხარაგაულში 

ლაშელმა ახალგაზრდებმა, სოფლის ცენტრში ნაძვის ხე მორთეს, გარემო გაანათეს და ადგილობრივ ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.  ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მშობლიური სოფლის მაცხოვრებლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და იდეის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა ბავშვებისთვის ასეთი სასიამოვნო დაა სააახალწლო განწყობის შექმნისთვის.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfhgxcfvgbhc.jpg
09/01/2019 10:22

ცხოვრება კიდურების გარეშე

მარტოხელა გიორგი თევზაძე სოფელ ლაშეში ცხოვრობს. მან მარჯვენა ფეხის კიდური უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. გიორგის არ აქვს სოციალური დახმარება და მისი შემოსავალი მხოლოდ II ჯგუფის ინვალიდის პენსიით განისაზღვრება.  მარტოხელა კაცის ცხოვრების პირობებს, ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე ადგილზე გაეცვნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლად გაუწევენ გიორგის შუამდგომლობას სოციალურ სააგენტოსთან, რათა მომავალში დახმარება მიიღოს.  მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, გიორგი თევზაძეს ახალი, 2019 წელი მიულოცეს და „ხარაგაულის სათნოების სახლის“ სახელით საკვები პროდუქტები და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/49698537_2282305368683290_7188434983189479424_o.jpg
08/01/2019 16:03

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

5 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, ვიდეო კონფერენცია იმერეთის მუნიციპალიტეტების იმ წარმომადგენლებისთვის გამართა, რომლებმაც პროგრამის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღონ.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა, ადმინისტრაც იის სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა და მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე უნდ დასრულდეს.  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომლის საერთო ბიუჯეტმა 20 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტების შერჩევა მოსახლეობის გადაწყვეტილებით, იმ საერთო კრებების სხდომებზე მოხდება, რომელიც პროგრამის ფარგლებში, დასახლებებში ჩატარდება.  დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - ▪  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება;  ▪  ნაპირსამაგრი სამუშაოები;  ▪  გზების და ხიდების მოწესრიგება;  ▪  გარე განათების ქსელის მოწყობა; ▪  სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.  საქართველოს მასშტაბით, იმერეთის რეგიონს, გამოყოფილი თანხის 18% ანუ, 3 569 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო იმერეთის მუნინციპალიტეტებს შორის, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი დაფინანსება 430 000 ლარი ხარაგაულმა მიიღო.  ვიდეო კონფერენციის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია კრებების ჩატარებასთან დაკავშირებით, განემარტათ კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმება და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0269.JPG
08/01/2019 11:54

მერიის სამსახურების ანგარიში - დადებითად, მერის - უარყოფითად! რა გადაწყვეტილება მიიღო ხარაგაულის საკრებულომ

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებს 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. საკრებულოს სხდომას იმერეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერი თავის ანგარიშში 2018 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ აქტივობებს შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, მერიას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული მუნიციპალიტეტის განვითარების კურსი და გასული  წელი ნაყოფიერად შეაფასა. ხარაგაულის მერმა იხელმძღვანელა რა წარმოდგენილი ანგარიშით განმარტა, რომ 2018 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ, 58%-იანი შესრულება აღინიშნება, რაც ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე მას არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ და ამის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშაობს.   ხარაგაულის მერის ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხარაგაულის 40-ზე მეტ სოფელში აშენდა ცენტრალური გზები, ხოლო 2019 წლიდან მერია იწყებს პროექტს „წყალი ყველა სოფელს“.   ნიკოლოზ თოფურიძემ მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: „აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მუნიციპალიტეტმა შემდგომ წლებში დამატებით შემოსავლები მიიღოს. 2018 წელს იყო ბევრი პრობლემა სოციალური მიმართულებით, სწორედ ამიტომ 2019 წლის ბიუჯეტში სოციალური მუხლის თანხა 170 000 ლარით მეტი განისაზღვრა. გასული წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ახალგაზრდების მიერ წამოყენებული ინიციატივების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. მაქვს  აქტიური ურთიერთობა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფთან, რომლებიც ხარაგაულის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტებს იმუშავებენ.  ნაყოფიერად ვთანამშრომლობ ხარაგაულიდან წასულ ახალგაზრდებთან, რომლებიც თავის სიტყვას ამბობენ ხარაგაულის ცხოვრებაში და ბევრი კარგი გეგმები აქვთ.  2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ახალგაზრდების მიერ ინიცირებული რამდენიმე პროექტის დაფინანსება“ - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. მან ასევე განმარტა, რომ 2018 წელი იყო ძალიან საინტერესო წელი თავის ცვლილებებით, სიახლეებით და მათ შორის გამოწვევებით. მოკლედ მიმოიხილა სამსახურების საქმიანობა და მადლობა  გადაუხადა მერიის სამსახურის უფროსებს, რომლებიც ძალას არ იშურებდნენ საქმის შესასრულებლად. ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. კითხვების ძირითადი ნაწილი შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პრიორიტეტების შერჩევასა და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაუცემლობას ეხებოდა. დეპუტატმა დავით კიკნაძემ საკუთარ საამომრჩევლო ოლქში პროექტების დაუფინანსებლობა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრები ხუთი წუთით ადრე იგებენ განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს და დროის სიმცირის გამო იძულებულნი არიან მოიწონონ. მუნიციპალიტეტის მერმა დეპუტატებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მერი და მერიის სამსახურები ყველასთან თანამშრომლობენ და მათ საკუთარი წინადადებები და მოთხოვნები მერიასთან ერთად უნდა განიხილონ. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, თორნიკე ავალიშვილი უხარისხოდ შესრულებული გზების საკითხს შეეხო და დაინტერესდა რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით. მერის განცხადებით, მისი მერობის პერიოდში, რამდენიმე პროექტზე იყო ხარვეზი, თუმცა ასეთ შემთხვევაში მერიას აქვს ქმედითი ბერკეტი, მიღებულია ზომები და თუკი, მეწარმეები ხარვეზებს არ გამოასწორებენ თანხები სრულად არ ჩაერიცხებათ. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიში უფრო მეტად კრიტიკული უნდა ყოფილიყო და მერს მეტი ესაუბრა პრობლემებზე. მან ასევე განმარტა, რომ მერიის სამსახურების ანგარიშების დადებითად შეფასებაში საკრებულოს მხარს არ უჭერდა. დეპუტატი მერის გასული წლის საქმიანობის უარყოფითად შეფასებაში ერთ-ერთ კრიტერიუმად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის ფონდით პროექტების შეუსრულებლობას იშველიებს. პარტია „შენების მოძრაობის“ წევრმა ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ძალიან კარგია როცა მერს, ანგარიშის წარდგენისას თან ახლავს სამსახურის უფროსები და გუნდი, რომელთან ერთადაც მუშაობს. დეპუტატმა განმარტა, რომ მერის ანგარიშის შეფასების დროს ოპოზიცია მეტად კონსტრუქციულია, ვიდრე უმრავლესობა. მან საკრებულოს, სადაც უმრავლესობა წინა მოწვევის დეპუტატებიც იყვნენ შეახსენა, რომ ის პრობლემები, რაზეც დღეს, ასე ღიად საუბრობენ, წლებია დგას და ამ პრობლემებზე არც თავიანთ წარმოდგენილ ანგარიშებში გაუმახვილებიათ ყურადღება. მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობა საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა შეაფასეს და თავიანთი შენიშვნები გამოთქვეს. შეფასებამდე საკრებულოს წევრებს იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მიმართა: „მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონის ხელმძღვანელი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუნიციპალიტეტებში ბევრი პრობლემაა და ეს, მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არაა. მნიშვნელოვანია ეს თითოეულმა ჩვენგანმა, რომლებიც ხალხის მიერ ვართ არჩეულები, გავითვალისწინოთ და პასუხისმგებლობა გავიზიაროთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია აქტიურად ვიყოთ ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივად ვიმუშაოთ. ვგეგმავ უახლოეს მომავალში დავიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები, მივალ ყველა სოფელში და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გავეცნობი. საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, გუნდურობა და თანამშრომლობა“- აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ. მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის შეფასებაში მონაწილეობა არ მიიღეს საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მისი საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს. მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0372.JPG
03/01/2019 17:15

ზღაპრის გმირების შოუ პატარებისთვის

ხარაგაულის მერიის ინიციატივით წინასაახალწლოდ, ხარაგაულელი პატარებისთვის, ღის ცის ქვეშ, საახალწლო ნაძვის ხესთან ზღაპრის გმირების შოუ მოეწყო.  ქუთაისის საბავშვო თეატრ „მოდუსის“ მსახიობებმა ბავშვებს ნადმვილი საახალწლო დღესასწაული მოუწყვეს. ქართული და უცხოური მულტფილმების გმირები პატარებს ორი საათის განმავლობაში ართობდნენ. იყო სახალისო თამაშები და საინტერესო წარმოდგენები, რომელიც ბოლოს თოვლის ბაბუას სტუმრობით დასრულდა. ბაშვებმა ხარაგაულის ნაძვის ხესთან და თოვლის ბაბუასთან ფოტო სესია მოაწყვეს.   
სრულად