სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjnxcvb.JPG
26/02/2019 16:58

სისხლის გადასხმის აქცია ხარაგაულში

26 თებერვალს ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მიმდინარეობდა. სისხლის ბანკის მობილურ ჯგუფს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე შეხვდა. როგორც თემურ ჩხეიძემ განაცხადა, ხარაგაულის მერია დონაციის აქციაში ყოველთვის მონაწილეობს და ხელს უწყობს სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.  საქველმოქმედო აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანმაშრომლები ჩაერთვნენ, რომლებსაც სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი თანამშრომლები მოემსახურნენ. სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერიას და აქციაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hvjk%2Cbn%2Cnb.jpg
26/02/2019 16:50

ღორეშაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრება გაიმართა ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში. საერთო კრების ფორმატში,  მოსახლეობამ რამდენიმე პროექტი აირჩია. ადმინისტრაციულ ერთულისთვის გამოყოფილი16 000 ლარით შემდეგი პროექტები განხორციელდება, კერძოდ: რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, სკოლის ეზოში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზოგადოებრივ ცენტრთან მოეწყობა გარე განათება, ასევე აშენდება საპირფარეშო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მგზავრთა მოსაცდელებს და შემოიღობება სასაფლაო. სოფლის კრებას ღორეშის დმინისტრაცულ ერთეულში მერიის ზედამხედველობის სამსხურის უფროსი, აფრასიონ ლურსმანაშვილი და ეკოლომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე უძღვებოდნენ. იხილეთ ოქმი      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjdxghncxvb.JPG
26/02/2019 16:04

ზვარის თემის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

25 თებერვალს ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებები გაიმართა. კრებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები არჩილ მაღრაძე და თემურ ჩხეიძე უძღვებოდნენ. სოფელ ზვარეში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 12 000 ლარით, სარიტუალო სახლისთვის სახურავს შეიძენენ, შემოღობავენ სასაფლაოს და შეაკეთებენ წყაროს სათავეს. გამოყოფილი 12 000 ლარი სამ პროექტზე გაანაწილა, ასევე, სოფელ ჩრდილის მოსახლეობამ. ეს პროექტებია: საუბნო გზების მოხრეშვა, წყლის სისტემის მოწესრიგება და სოფელში არსებული ორი სარიტუალო სახლისთვის ინვენტარის შეძენა. ნუნუსის მოსახლეობა მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით სარიტუალო სახლისთვის გადასახურ მასალას შეიძენს.   სოფლის კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს დასრულდება, რომლის შემდეგ დაიწყება შერჩეული პროექტების განხორციელება. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gjklbjjnm%2Cnb.jpg
26/02/2019 16:03

სოფლის საერთო კრებაზე ნადაბურის მოსახლეობამ სასაფლაოების შემოღობვა აირჩია

22 თებერვალს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  სოფლის საერთო კრებები გაიმართა. საერთო კრებების ჩატარებას ნადაბურში ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მოადგილეებთან არჩილ მაღრაძესთან და თემურ ჩხეიძესთან ერთად უძღვებოდა. ორი სოფლის, გოლისისა და ნადაბურის მოსახლეობამ გამოყოფილი თანხით პრიორიტეტულ პროექტად სასაფლაოს შემოღობვა აირჩია.   იხილეთ ოქმი     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
26/02/2019 13:07

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcghjmcgn.JPG
25/02/2019 15:31

ეკოტურიზმის განვითარება ხარაგაულში

25 თებერვალს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ილია ოქრომელიძემ, ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, შოთა ხარატიშვილთან და შაკო ჩხეიძესთან ერთად, ხარაგაულში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისა“ და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი, ილია ოქრომელიძე, შოთა ხარატიშვილი და შაკო ჩხეიძე, სამი დღის განმავლობაში, საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის დაკვეთით მარელისის, ლეღვანის და ფარცხნალის მოსახლეობას ხვდებოდნენ.  USAID-ის დაინტერესება ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივამ განაპირობა, რომელიც სოფელ სახვლარში და საერთოდ ხარაგაულში ეკოტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. შეხვედრებზე გამოიკვლიეს თუ რა პოტენციალი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას ტურიზმის განვითარების კუთხით, რა შეუძლიათ შესთავაზონ მათ ხარაგაულში ჩამოსულ ტურისტს, რა პრობლემები აწუხებთ და რა მიმართულებით ისურვებდნენ განვითარებას. როგორც ილია ოქრომელიძემ შეხვედრაზე განაცხადა, მოსახლეობას აქვს სურვილი განავითაროს ტურისტული სერვისები და შემოსავალი მიიღოს, თუმცა არის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც უჭირთ. ეს პრობლემებია საგზაო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის არარსებობა, მტაცებელი ცხოველები და კერძო საკუთრების დარეგისტრირება.  აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა ორგანიზაციასთან გაიმართება მოლაპარაკებები. მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მერიის სამსახურები იმუშავებენ, რომ სოფელ სახვლარამდე საგზაო ინფრასტრუქტურა მომავალი წლის ზაფხულამდე მოწესრიგდეს. ფარცხნალის მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ფარცხნალიდან ეროვნული პარკის მიმართულებით გაკეთდეს ტურისტული ბილიკი. როგორც შაოთა ხარატიშვილმა აღნიშნა, ეს მიმართულება მნიშვნელოვანი იქნება იმით, რომ ტურისტებს არ მოუწევთ მდინარეების გადალახვა დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელად. ადგილობრივ მოსახლეობას, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით, შესაძლებლობა მიეცემა განავითაროს უკვე არსებული ტურისტული სერვისის მიწოდება (საოჯახო სასტუმრო, ცხენით სარგებლობა, გაყიდოს ნაწარმი,  და ა.შ.) ან შექმნას ახალი ვისაც ამის სურვილი ექნება. ორგანიზაცია, ასევე, დაეხმარება მათ ტურისტულ სერვისის მიმწოდებლად დარეგისტრირებაში. პროექტის შემდეგი საფეხური ხარაგაულში ტურისტული სერვისების მიწოდებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგ მოდულების შექმნა და ჩატარება იქნება. პროექტის დასასრულს, დამზადდება ტურისტული რუკა, ბროშურები, რომლებიც უკვე არსებულ ტურისტულ ცენტრებში გავრცელდება. ეკოტურიზმის ასოციაციის ძირითად საქმიანობას, ახალი ეკოტურისტული პროდუქტის შექმნის გზით, საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_2.jpg
22/02/2019 16:44

4 მარტს  ხარაგაულის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოისმენს   

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 4 მარტს გაიმართება, სადაც დეპუტატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის   ბიუჯეტის შესრულების  ანგარიშს მოისმენენ.    საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.                                                                         მეორე საკითხი, რომელსაც ასევე, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე იქნება განხილული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cbhnmcb.jpg
22/02/2019 16:13

სოფლებში პროექტების შერჩევა გრძელდება

21 თებერვალს ვახანის, სერბაისის და ზედუბანის მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებზე სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები შეარჩია. ვახანის მოსახლეობამ ფარული კენჭისყრით, წინასწარ წარმოდგენილი ექვსი საპროექტო წინადადებიდან, ელაზნაურის უბანში გზის მოხრეშვა-გასწორხაზოვნება და გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობა გამოყო პრიორიტეტად, რისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება. სერბაისის მოსხლეობა 10 000 ლარით სოფლის წისქვილს ჩაუტარებს რეაბილიტაციას. მოიხრეშება, ასევე, შიდა საუბნო მგზა.  ზედუბანში კი, სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარი ზედა და ქვედა ზედუბანის მოსახლეობამ თანაბრად გადაინაწილა. 5 000 ლარით ზედა უბანი წყლის სისტემას მოაწყობს, ხოლო ქვედა უბანი კუთვნილ 5 000 ლარს სარიტუალო დრბაზის კეთილმოწყობისთვის დახარჯავს. ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში კრებებს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკლოზ თოფურიძე უძღვებოდა. შეხვედრებს იმერეთს სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით გორდელაძე ესწრებოდა. სოფლის საერთო კრებები 22 თებერვალს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო 25 თებერვალს ზვარის თემში გაიმართება.  იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghnxvbn.JPG
22/02/2019 16:06

ხარაგაულში სოფლის კრებები 28 თებერვალს დასრულდება

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საერთო კრებები გაიმართა. სოფელ წყალაფორეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გამოყოფილი 12 000 ლარი, სამ პროექტზე გადანაწილდება. ეს პროექტებია: ბუდიანეთის უბანში საუბნო გზების მოხრეშვა, წყაროს სათავის მოწყობა  გაბეხაძეების უბანში და ბეტონის სანიაღვრის მოწყობა კუდარავა-კუპრაძეების უბანში; ლახუნდარის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით  ეკლესიისა და კავილაძეების უბანში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა შეარჩია. პროექტზე 12 000 ლარი დაიხარჯება. პატარა ვარძიის მოსახლეობა, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით, დვალების უბანში სასმელი წყლის ჭაბურღილის სისტემისთვის მასალებს შეიძენს. ხონის მოსახლეობამ პრიორიტეტად საუბნო გზების მოხრეშვა დაასახელა, რისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება, რაც შეეხება  ჩალხაეთს აქ 10 000 ლარით ცენტრალური გზა შეკეთდება. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgjhdfgh.jpg
21/02/2019 16:53

ფარცხნალის მოსახლეობამ საერთო კრებაზე პრიორიტეტები შეარჩია

ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტები შეარჩია. ისლარში 10 000 ლარია გამოყოფილი, აღნიშნული თანხით მოსახლეობა სასმელი წყლის რეზერვუარს შეაკეთებს, დაასრულებენ ასევე, სარიტუალო სახლის მშენებლობას და გარე განათებას მოაწყობენ პირველ უბანში. ღუდუმექეთის მოსახლეობამ მეიფარიანების უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციას და სვანიძეების უბანში გზის მოხრეშვას დაუჭირა მხარი, რისთვისაც 10 000 ლარს დახარჯავენ. ფარცხნალში სასაფალომდე მისასველლი გზის მოხრეშვა, შარიქაძეების უბანში გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს ღობის შეკეთება, წყლის რეზერვუარისა და წისქვილისთვის ძრავის შეძენა აირჩია მოსახლეობამ. სოფლისთვის 12 000 ლარია განკუთვნილი. ახალსოფლის მაცხოვრებლებმა გამოყოფილი 10 000 ლარით სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და გზების მოხრეშვა აირჩიეს პრიორიტეტად. სოფლის კრებებს ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აფრასიონ ლურსმანაშვილი უძღვებოდნენ. იხილეთ ოქმი
სრულად