სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0470.JPG
13/12/2019 14:54

მერის მრჩეველთა საბჭომ წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

დღეს, ხარაგაულის მერთან, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ნიკოლოზ თოფურიძესთან მუნიციპალიტეტში არ სებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრას მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი ესწრებოდნენ. საბჭოს მხრიდან საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა უპატრონო ძაღლების მომრავლება, გარე ფასადების რეაბილიტაცია, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება. საბჭოს ერთ-ერთი წევრის, შოთა გოლუბიანის მხრიდან დაისვა „ცაშეკრულას“ კანიონის მოწესრიგების საკითხი. როგორც გოლუბიანი განმარტავს, კანიონში არის საყოფაცხოვრებო ნარჩენების სქელი ფენა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიფაროს მიწით. სხდომაზე იმსჯელეს ასევე, დევების გამოქვაბულისა და ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიების გარე განათებაზე. ყურადღება გამახვილდა სამშენებლო მასალებისთვის განკუთვნილი ნაგავსაყრელის არარსებობაზე, რაზეც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ განმარტა, რომ დაბაში შესაბამისი ტერიტორია ვერ მოიძებნა და ასეთი ადგილის მოძიება მუნიციპალურ ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში მოხდება. ხარაგაულის მერმა მოისმინა ყველა დასმული საკითხისა და არსებული გამოწვევების შესახებ, რაზეც მრჩეველთა საბჭომ შეხვედრაზე იმსჯელა. მისი ინფორმაციით, მათგან გარკვეული საკითხები გათვალისწინებულია ბიუჯეტში, ნაწილს კი, შესაბამის სამსახურებთან ერთად გაივლის და მოგვარების გზებს დასახავს. მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წლის დასწყისში ახალი შემადგენლობით შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ლალი სებისკვერაძე. საბჭო კი, 11 წევრისგან შედგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1378_1.JPG
13/12/2019 14:52

თქვენთვის შეტყობინებაა - ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა

„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ მხარდაჭერით ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა. „თქვენთვის შეტყობინებაა" - ასეთი იყო კამპანიის სახელწოდება, რომლის მიზანიც ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მოქალაქეების ინფორმირება გახლდათ. შეხვედრა, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში,  მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის ინიციატივითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში ჩატარდა და მასში  მონაწილეობა, ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. კამპანიის ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ის უარყოფითი შედეგები, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე, გაიმართა თემატური პერფორმანსი და გამოფენა. თეატრალიზებული მონოლოგებისას საზოგადოების წარმომადგენლებმა  მოუსმინეს სხვადასხვა პერსონაჟების (მასწავლებელი, ბაღის მეთოდისტი, მშობელი, ბავშვები) რეალურ ისტორიებს, რომლის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მოდერატორები გახლდნენ ბავშვთა ძალადობის შემცირებისაკენ მიძღვნილი კამპანიის ,,თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების  სუპერვაიზერი თინათინ ჭელიშვილი და ბექა ძოწენიძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების სამართლის მკვლევარი, სამართალმცოდნე.    შეხვედრაზე მრავალჯერ აღინიშნა ის ფაქტი, რომ ხარაგაული პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა და მზადაა ამ თემაზე ღიად ისაუბროს.  ,,ძალიან კარგია , როდესაც მუნიციპალიტეტი და საჯარო სივრცე ღიაა სიახლეებისადმი, მზადაა საუბრისთვის, დისკუსიითვის, ამ ფონზე გამოწვევები, რომლებიც ნამდვილად არსებობს დაძლევადია ამბობს თინათინ ჭელიშვილი - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისაკენ მიმართული კამპანიის ,,თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების  სუპერვაიზერი.  განსაკუთრებით აღასანიშნავია ის რომ შეხვედრაში მონაწილეობდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები,  ბაგა ბაღის პედაგოგები, მეთოდისტები და დირექტორები. ძალიან ჯანსაღი დისკუსია მიმდინარეობდა, იყო ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი. ბავშვებმა წამოწიეს საკითხები ბულინგთან, ძალადობასთან და ასევე, თანასწორობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს  აღიქვამდნენ თანასწორებად  და მათი ურთიერთობა პატივისცემაზე იყო დაფუძნებული. ბავშვების მხრიდან  წამოვიდა საჭიროება, რომ გამახვილდეს ყურადღება არაფორმალური განათლების მეთოდებზე. მნიშვნელოვანია სკოლებში გაკეთდეს კლუბები, ბავშვებმა თავად მოახდინონ  იმ პრობლემების იდენტიფიცირება და რისკების შემცირება, რაც ბულინგს და ძალადობას უკავშირდება. თვითონ დაიწყონ ინფორმაციის მოძიება და ცნობიერების ამაღლება, როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში თემის დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ბულინგის და  ძალადობის პრევენციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას მშობელთა კლუბები, რომლებიც პოზიტიური აღზრდის მეთოდებზე იქნება მიმართული.“ ბექა ძოწენიძე -  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების სამართლის მკვლევარი, სამართალმცოდნე. „შეხვედრის მიზანი იყო, რომ  მოსწავლესა და პედაგოგს და მშობელსა და პედაგოგს შორის სუბორდინაცია პოზიტიური გაგებით მოგვეშალა და მათ ღიად ესაუბრათ საკუთარი  ინტერესების შესაბამისად, რაც ნამდვილად გამოგვივიდა  ვინაიდან თითოეული ადამიანის როლი და თითოეული ინდივიდის სიტყვა იყო დაფასებული, მათ სრულიად ღიად  შეეძლოთ დაეფიქსირებინათ ნებისმიერი პოზიცია განათლების საკითხებთნ დაკავშირებით, რაც გააკეთეს კიდეც, დისკუსიაში ჩართული იყვნენ,  როგორც საჯარო სკოლის ისე კერძო სკოლის მოსწავლეები. პედაგოგები აფიქსირებდნენ იმ პრობლემატიკას, რაც სკოლაში მათი მხრიდან ჩანს და აღიქმება. დირექტორები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები პრობლემების გადაჭრის გზებს გვათავაზობდნენ. ასეთი ტიპის შეხვედრის მიზანია რეალურ რეზულტატზე გავიდეთ და სკოლებში, თუ სხვა სივრცეში  აღმოიფხვარს, როგორც ბულინგი და ისე სხვა სახის ჩაგვრა.“ ინგა ბერაძე ( მერის თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში) შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა, თუ რამდენად იცნობენ საჯარო სკოლები, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) დოკუმენტს, როგორც რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები.  აღინიშნა, რომ რეფერირებაში ჩართულ ყველა დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან, ან მათ ოჯახებთან, ან იმ გარემოსთან სადაც ბავშვი იმყოფება  ევალება ძალადობის შემთხვევის გამოვლენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეხვედრაზე მოვიწვიეთ სოციალური მუშაკი. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს იმ სერვისებზე, რომელსაც მას სახელმწიფო სთავაზობს და  თვითონაც ჩართული იყოს მის განხორციელებაში. ციური ჩუბინი ძე ( ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი) :  - ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფო სთავაზობს ბავშვს  სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანას, ალტერნატიული ზრუნვის ფორმებს, რაც შეიძლება იყოს მინდობითი აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლი. ხარაგაულში ჩვენ ასეთი საჭიროება არ გვქონია. ძირითად შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი იქნა გამოტანილი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ და, ოჯახში ძალადობის ყველა შემთხვევაში,  ხარაგაულში ბავშვები დარჩნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, რა თქმა უნდა გაძლიერებული მონიტორინგის პირობებში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg
13/12/2019 14:21

16 დეკემბერს ბიურო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2019 წლის, 16 დეკემბერს მორიგ სხდომას გამართავს, სადაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს დაამტკიცებს ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ; მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლდა გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია; მომხს: ჯაბა ბერაძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ; მომხს: პეტრე შარიქაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2020 წელს განსახილველ საკითხთა ნუსხის განხილვისა და დამტკიცების შესახებ; მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0202.JPG
12/12/2019 12:24

ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო! სოფელში ამ დრომდე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა, ასევე მზარდი კონტიგენტის გამო, ძველი შენობა აღარ აკმაყოფილებდა სოფელში არსებულ რესურსს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ვერტყვიჭალაში ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული საბავშვო ბაღი აშენდება. აღსაზრდელები დროებით, ალტერნატიულ ფართში არიან გადაყვანილი. მათთვის განკუთვნილი ოთხი ოთახი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს. სკოლამდელი აზრდის დაწესებულების მშენებლობა 2020 წელს დასრულდება და 2020-21 სასწავლო წელს ვერტყვიჭალელი აღსაზრდელები ახალ ბაღში დაიწყებენ სწავლას. პროექტის ღირებულება 700 000 ლარია, საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/78498223_2814468158584088_5199831955109052416_o.jpg
10/12/2019 15:17

12 დეკემბერს ხარაგაულში ფარცხნალზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართება

12 დეკემბერს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება საპრემიერო ჩვენება ფილმისა „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“. ფილმი სტუდია „პიონერფილმის" და ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პროდიუსერები არიან იზა ვეფხვაძე და გრიგოლ ჩიგოგიძე, რეჟისორი მაშო გიგილაშვილი. მონაწილწობენ: ებრაელი და გერმანელი მოსწავლეები - ლეონ შავიტი და ნინა ზიგერი, ასევე ხარაგაულელი ახალგაზრდები. ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილმის საპრემიერო ჩვენება 2 დეკემბერს შედგა თბილისში, რომელსაც საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა დაესწრო და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხაზგასმით აღინიშნა ფილმის აქტუალობის და მრავალმრივ საჭიროების შესახებ მომავალი თაობებისთვის ფილმის ჩვენებები საქართველოს არაერთი სკოლის და უნივერსიტეტის მოთხოვნით კვლავაც გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში. აქვე გაცნობებთ, რომ ხარაგაულში პრემიერას დაესწრება გადამღები ჯგუფი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1348.JPG
06/12/2019 11:51

ხარაგაულის უსინათლოთა ცენტრმა შამაჯამებელი ღონისძიება გამართა

4 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული უსინათლოთა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მენეჯერის, გულიკო ჭარბაძის ინფორმაციით, მხედველობა შეზღუდული პირები მთელი წლის განმავლობაში ეუფლებიან ბრაილის შრიფტს, ცენტრში ფუქნციონირებს ასევე, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და სამაგიდო თამაშების წრე. „ჩვენ ერთად ვართ შემოგვიერთდით“ - ამ დევიზის გარშემო ხარაგაულის უსინათლოთა პროექტში 25 მხედველობა შეზღუდული ადამიანია ჩართული, მათგან 9 ბენეფიციარი წელს დაემტა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა პირებმა მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის პრეზენტაცია წარმოადგინეს. პროექტში ხუთი პირია დასაქმებული. ბრაილის შრიფტის შემსწავლელ წრეს მზია კურტანიძე უძღვება, ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელ წრეს, ვასილ ლომიძე ხელმძღვანელობს, ლიტერატურულ წრეს - ხათუნა ლაბაძე ,  ხოლო სამაგიდო თამაშების წრეს, რომელიც პროექტს წელს დაემატა - რომან შავიძე. პროექტის ხელმძღვანელბმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რაც მხედველობა შეზღუდული პირების რესოციალიზაციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/violence-against-women.jpg
29/11/2019 11:53

რა იგეგმება ხარაგაულში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ქვეყანაში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია დაიწყო. ხარაგაულში კამპანიის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების გაძლიერების ხელშეწყობაზე, საზოგადოებისთვის გენდერული ძალადობის მიმართ ინფორმაციის მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. მოგახსენებთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას. 2019 წელს, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულში, მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის ინიციატივითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: 2 დეკემბერი - ვიდეო რგოლის „სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში“  -  ჩვენება საჯარო მოხელეებისთვის; 3 დეკემბერი - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია; წარმოდგენილი იქნება თეატრალური პერფორმანსი და ფორუმ-თეატრი. ღონისძიების მხარდამჭერია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“. 5 დეკემბერი - სამუშაო  შეხვედრა  სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან,  სოციალური მომსახურების სააგენტოსა  და პოლიციის წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტი ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლიდან „ორნი“, რომელიც ოჯახში ძალადობის თემას ეხება. 6 დეკემბერი - ბავშვების თვალით დანახული ძალადობა - ბავშვები ხატავენ ძალადობის თემაზე. 10 დეკემბერი - მსვლელობა ქუჩაში -  „აიხილე თვალები“. გაცნობებთ, რომ კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_3.jpg
28/11/2019 09:53

2 დეკემბერს საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წლის 2 დეკემბერს მორიგ სხდომას გამართავს.  დპუტატები მოისმენენ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ. საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. ვლადიმერ გელაშვილი ისაუბრებს ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“- ს თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი, დეპუტატებს, ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მიწვდის ინფორმაციას.  2 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინასებელი პროექტების მოწონების შესახებ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფორსი პეტრე შარიქაძე ისაუბრებს.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/78246481_2630248860367721_3095643651921936384_o.jpg
27/11/2019 14:05

საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.  საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.  ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავებას სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესასრულებლად დამატებით ესაჭიროება 9000 ლარი, რომლის შევსებაც შესაძლებელია სოფლის მეურნეობის 2019 წლის დაფინანსების ხარჯებიდან. ასევე, მარგვეთისა და უბისის ეპარქიას დაბის საკათედრო ტაძრის შიდა კეთილმოწყობის სამუშაოების შესასრულებლად დამატებით ესაჭიროება 15 000 ლარი; ხოლო, მუნიციპალიტეტის მერიას კი 2019 წლის კომუნალური და სამივლინებო ხარჯებისათვის დამატებით - 7000 ათასი ლარი, აქედან, 5 000 ლარი - ელექტროენერგიის და 2 000 ათასი ლარი მივლინების ხარჯში. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა სხდომაზე აღნიშნა, რომ რელიგიისა და მერიის ხარჯების შევსების წყაროდ გამოყენებული იქნება ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი 22 000 ლარის ოდენობით. საკითხის განხილვისას ბიუროს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოთქვეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხს დეპუტატები საკრებულოს 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_2.jpg
25/11/2019 19:50

26 ნოემბერს ბიურო რიგგარეშე სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 26 ნოემბერს, 11 საათზე რიგგარეშე სხდომას გამართავს. რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის, 14 დეკემბრის, N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ; მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად