საკრებულოს კომისიები

საკრებულოს კომისიები


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია ფუნქციონირებს

 

ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია

კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ ფხალაძე

ელ.ფოსტა: malkhazi.pkhaladze@rambler.ru

ტელ: 595 44 85 97

 

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი და ადგილი :  ხარაგაულის რაიონი სოფელი წყალაფორეთი 19.10.1961 წელი

მისამართი: ზესტაფონი ჭანტურიას ქ.N 9140

მოქალაქეობა:   საქართველო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება:

1968 წელს  დაიწყო და 1978 წელს დაამთავრა წყალაფორეთის  საშუალო სკოლა.

1979 წელს ჩააბარა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის ინჟინერ მექანიკოსის სპეციალობაზე, რომელიც 1984 მაგისტრის წოდებით დაამთავრა.

უცხო ენების ცოდნა

რუსული - კარგი

1984 წელს მუშაობდა ზესტაფონის სამკერვალო ფაბრიკაში ;

1985 წელს გახდა ბრიგადის ოსტატი ;

1986 წელს უფროსი მექანიკოსი;

1987 წელს მთავარი მექანიკოსი;(მექანიკური, ელექტრული გათბობის , წყალ -კანალიზაციის და სამშენებლო სამსახურების უფროსი)

2014 წლიდან 2017 წლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსია. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე წელს დაინიშნა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ.


 

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია

კომისიის თავმჯდომარე - გივი თხელიძე

ტელ: 595 45 76 68

ბიოგრაფია   

დაიბადა 1954 წლის 19 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ღვერკში.

1971 წელს დაამთავრა დაბა ხარაგაულის № 2 საშუალო სკოლა.

1974-1976 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

1976 წელს მუშაობდა ხარაგაულის გამთიშველების ქარხანაში.

1980 წელს არჩეულიიქნა წარმომადგენლობითი ორგანოს რაიონული საბჭოს დეპუტატად.

1983-1987 წლებში სწავლობდა  ქ. როსტოვის სამხარეო უმაღლესი პარტიული სკოლა.

1987-1990 წლებში მუშაობდა კოოპერტივ ,,წინსვლის“ თავმჯდომარედ.

1990 წელს მუშაობდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარედ.

1991 წელს მუშაობდა ხარაგაულის საკრებულოს მდივნად.

1995-2006 წლებში სწავლობდაქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში.

2004-2012 წელს მუშაობდა ხარაგაულის ,,წყანლსერვიზში“

2013 წელს დაინიშნა დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებილად.

2014 წლიდან არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტეტი. ჯანდაცვისა დასოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე.

2016-2017 წელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

2017 წელს ახალი მოწვევის საკრებულომ ჯანდაცვისა დასოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარედ აირჩია.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.


 

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია     

კომისიის თავმჯდომარე - ვარლამ ჭიპაშვილი

ტელ: 595 51 98 10

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის  6 მაისს  ხარაგაულის სოფელ ბაზალეთში.

2009 წელს დაამთავრა დაბა ხარაგაულის № 3 საჯარო სკოლა.

2013 წელს დაამთვარა ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტი სამსართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2013 წელს მუშაობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელად.

2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე და  სოფელ ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტეტია.

2014 წლიდან  მუშაობს დაბა ხარაგაულის № 3 საჯარო სკოლაში პედაგოგად.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბაზალეთის თემის მოსახლეობამ იგი მეორე ვადით აირჩია ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად და ახალი მოწვევის საკრებულოში ისევ აგრძელებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას. 

ჰყავს დედა, ძმა და ერთი და.


იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია

კომისიის თავმჯდომარე

ოთარ ლურსმანაშვილი  

ტელ: 577 28 48 41

otarlursmanashvili@yahoo.com 

ბიოგრაფია

დაიბადა 1991 წლის 17 დეკემბერს. 

2009 წელს დაამთავრა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2014-2015 წელს გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 
2016 წელს მუშაობდა ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულებისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში“.
2017 წელს დაინიშნა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟრიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად.

2017 წელს პროპორციული სიით გავიდა საკრებულოს წევრად და აირჩიეს იურიდიული, სამანდანტო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ.

ყავს დედა, მამა და ორი და. 


 განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია

 კომისიის თავმჯდომარე - დავით კიკნაძე


ტელ: 577 93 74 74
ელ.ფოსტა: datokiknadze@yahoo.com

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი: 1970 წლის 2 დეკემბერი 
განათლება: თბილისის დავით აღმაშნებლის სახელობის უნივერსიტეტი, იურისტი
სამუშაო გამოცდილება: 1994-1996 წწ. საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგი.

1996-2002 წლამდე საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.

1998-2001 წწ. სარანძილის თემის საკრებულოს მდივანი. 2002-2005 წწ. საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი.

2005 წლიდან მუშაობს ხარაგაულის რესურცენტრში, ხოლო 2013-2017 წლებში გახლდათ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.

2014-17 წლებში იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დავით კიკნაძე ისევ საღანძილის თემის დეპუტატია და ახალი მოწვევის საკრებულოში იგი განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 


 

 

ნანახია: 0 - ჯერ