პირველი მოადგილე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

არჩილ მაღრაძე

ტელ:  599 27 05 50

ბიოგრაფია

არჩილ მაღრაძე 1973 წლის 21 ივნისს ხარაგაულში დაიბადა. 1990 წელს დაამთავრა თბილისის 150-ე საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

1993-2006 წლებში მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე.

2008-2011 წლებში შპს „ყაზტრანსგაზის“ ჯერ გლდანის, ხოლო შემდეგ მთაწმინდა-კრწანისის სადისტრიბუციო ცენტრის დირექტორი გახლდათ.

2013 წლიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, ქვის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად. სხვადასხვა დროს საქმიანობდა ასევე, კერძო ბიზნესში.

2014-016 წლებში შ.პ.ს. „გორაგაზის“ მთავარი ინჟინერი გახლდათ.

2016 წლის 21 ნოემბრიდან კი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილეა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

 

ნანახია: 0 - ჯერ