კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghmcbnm_1.JPG

ხარაგაულში პირველად ტირის ჩემპიონატი გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, X-XI კლასის მოსწავლეთა შორის ტირის ჩემპიონატი გაიმართა.

ტირის ჩემპიონატი ხარაგაულში წელს პირველად ჩატარდა, რამაც მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.  

შეჯიბრის გამარჯვებული წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე სანდრო ჭიპაშვილი გახდა. მეორე ადგილი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ბერაძემ, ხოლო მესამე ადგილი ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, საბა ბარბაქაძემ მოიპოვა.

გოგონებს შორის ტურნირის გამარჯვებული ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ინასარიძე გახდა.

ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 60 მოსწავლე ჩაერთო.

 

 

 

ნანახია: 276 - ჯერ